"ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი წე­რი­ლი იყო. სა­ხელ-გვარს რომ და­ვაკ­ვირ­დი, გა­მიკ­ვირ­და, ვერ მივ­ხვდი, ვინ იყო. თურმე, მო­სა­მარ­თლის - მა­ნუ­ჩა­რის და. ამას მარ­თლა არ მო­ვე­ლო­დი" - რას ჰყვება ბიჭი, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ იზოლატორთან იმ მოსამართლის და დახვდა, ვინც პატიმრობა მიუსაჯა? - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი წე­რი­ლი იყო. სა­ხელ-გვარს რომ და­ვაკ­ვირ­დი, გა­მიკ­ვირ­და, ვერ მივ­ხვდი, ვინ იყო. თურმე, მო­სა­მარ­თლის - მა­ნუ­ჩა­რის და. ამას მარ­თლა არ მო­ვე­ლო­დი" - რას ჰყვება ბიჭი, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ იზოლატორთან იმ მოსამართლის და დახვდა, ვინც პატიმრობა მიუსაჯა?

23 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ფე­ი­ერ­ვერ­კის სრო­ლის­თვის აქ­ტი­ვის­ტი საბა ბაღ­და­ვა­ძე და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა­საც თა­ვად აქ­ტი­ვის­ტი უარ­ყოფს, მო­სა­მარ­თლემ კი პრო­ცეს­ზე ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ მისი ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სან­ქცი­რე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ამ უარი თქვა სა­ბას­თვის ფუ­ლა­დი სახ­დე­ლის და­წე­სე­ბა­ზე და მას 30- დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა საბა ბაღ­და­ვა­ძემ ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­მო­აგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მო­ქა­ლა­ქე­ებს ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"სა­ლა­მი. მოკ­ლედ მე­გობ­რე­ბო, მე-8 სა­კა­ნი იბ­რძვის და არ ჩერ­დე­ბა. იცო­დეთ, რომ თქვენ გა­რე­შე არც კი ექ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლეს აზრი. მად­ლო­ბა, მად­ლო­ბა და ისევ უდი­დე­სი მად­ლო­ბა. არ და­ნებ­დეთ, გა­მაგრდით, და­ი­ცა­ვით ერ­თმა­ნე­თი... ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე! იცო­დეთ, რომ აქ ყვე­ლა კარ­გად ვართ. ეგ კი არა, ქო­ცე­ბის ჯი­ნა­ზე უფრო მედგრად ვგრძნობ თავს, მე­ტად ვიდ­რე არას­დროს. (თან დას­ვე­ნე­ბა გა­მო­მი­ვი­და). მა­პა­ტი­ეთ, რომ ოთხ კე­დელ­ში მყო­ფი გა­ნერ­ვი­უ­ლეთ, მაგ­რამ იცო­დეს ყვე­ლამ ის, რომ ძა­ლი­ან მალე ახა­ლი ენერ­გი­ით გავ­სე­ბუ­ლი და­გიბ­რუნ­დე­ბით ბრძო­ლის წინა ხა­ზებ­სა და ვე­ლებ­ზე. ისიც იცო­დეთ, რომ ვერ­ცერ­თი თქვენ­გა­ნი ვერ აა­რი­დებს თავს ჩემ­გან ძლი­ერ ჩა­ხუ­ტე­ბას. ცე­ცხლი და ნავ­თი ოლი­გარ­ქია! ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია! თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად". - ეწე­რა წე­რილ­ში.

23 ივ­ნისს საბა ბაღ­და­ვა­ძემ იზო­ლა­ტო­რი და­ტო­ვა. მას ად­გილ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დახ­ვდნენ. მათ შო­რის იყო სა­ბას ვერ­დიქ­ტის გა­მომ­ტა­ნი მო­სა­მარ­თლის მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ას და - ელე­ნე ცა­ცუა. სა­ბას მე­გობ­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს მათი ემო­ცი­უ­რი ჩა­ხუ­ტე­ბა.

"სა­ბას იზო­ლა­ტორ­თან დახ­ვდა მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ას და, ანუ იმ “მო­სა­მარ­თლის”, რო­მელ­მაც საბა 30 დღით ჩას­ვა. ტი­რის ისე უხა­რია სა­ბას გა­მოს­ვლა", - და­წე­რა გელა ხა­სა­ი­ამ, რო­მელ­მაც ამ შეხ­ვედ­რის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლი­სას ელე­ნეს პირ­ვე­ლად შევ­ხვდი. რო­გორ არ უნდა ჩა­ე­ხუ­ტო მსგავს ადა­მი­ა­ნებს, ვერ ვხვდე­ბი. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან თბი­ლის წე­რი­ლი და ამა­ნა­თი შე­მო­მიგ­ზავ­ნა იზო­ლა­ტორ­ში ად­ვო­კა­ტის ხე­ლით. ისევ და ისევ გა­მამ­ხნევა, მეც გა­ვამ­ხნე­ვე, მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლეთ ერ­თმა­ნეთს... ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ამ გულ­წრფელ­მა ადა­მი­ან­მა“, - ამ­ბობს საბა და და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

- მაძ­ლი­ე­რებს თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა და თა­ნად­გო­მა, რის გა­მოც, უპირ­ვე­ლე­სად, მად­ლო­ბას გიხ­დით... 23 მა­ისს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტთან, რა დრო­საც ჰა­ერ­ში გა­ვის­რო­ლე მაშ­ხა­ლა (პი­რო­ტექ­ნი­კა კი­დევ სხვა რა­მეა), ეს არ იყო და­მიზ­ნე­ბით და ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გას­რო­ლა. ადა­მი­ა­ნებს მო­ვა­რი­დე, ახლო დის­ტან­ცი­ა­ზე რომ არ მეს­რო­ლა და ვინ­მე და­მე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. ეს იყო ჩემი მხრი­დან პრო­ტეს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. და­მა­კა­ვეს მა­შინ, როცა ში­ნის­კენ მივ­დი­ო­დი და გა­და­მიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 2 დღის მერე დიღ­მის იზო­ლა­ტო­რი­დან სა­სა­მარ­თლო­ში მი­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­და­ვე­ბოდ­ნენ ნიღ­ბის ტა­რე­ბას, პო­ლი­ცი­ის მი­მართ ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და პი­რო­ტექ­ნი­კის გას­რო­ლას. ნიღ­ბის აკ­რძალ­ვა და მსგავ­სი რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა და არა მგო­ნია, ხალ­ხი ამან შე­ა­ში­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუ­ეა, აყ­ვა­ნი­სას მათ და­ვე­მორ­ჩი­ლე და არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა არც ჩემი სუფ­თა წარ­სუ­ლი (რო­მე­ლი კრი­მი­ნა­ლი მე ვარ), არც ის, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და ბრა­ლი მა­ინც წა­მი­ყე­ნა. ცა­ცუ­ამ იმის უფ­ლე­ბაც არ მომ­ცა, რა­ღაც ვა­დით გა­და­მე­დო პრო­ცე­სი, რათა ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მოგ­ვე­თხო­ვა და ჩემი სი­მარ­თლე და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა. მან უბ­რა­ლოდ მო­ის­მი­ნა სამი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და ამის მერე მო­მი­სა­ჯა 30-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა. ბო­ლოს გა­და­მიყ­ვა­ნეს ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში.

- იზო­ლა­ტორ­ში გა­ტა­რე­ბულ 30 დღე­ზე რას იტყვი, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე ეს დრო?

გააგრძელეთ კითხვა