"ჩემი პირველი მსმენელი" - შვილთან ერთად გადაღებულ რა ვიდეოს ავრცელებს ალტისტი გიორგი ცაგარელი? - კვირის პალიტრა

"ჩემი პირველი მსმენელი" - შვილთან ერთად გადაღებულ რა ვიდეოს ავრცელებს ალტისტი გიორგი ცაგარელი?

მევიოლინე გიორგი ცაგარელი კონცერტისთვის ემზადება და ბოლო პერიოდში აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს რეპეტიციებიდან. მუსიკოსი ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება სცენას. ალტისტი ამბობს, რომ განსაკუთრებული პროექტით ბრუნდება.

რეპეტიციები ძირითადად შინ მიმდინარეობს და მათ ხშირად ესწრება გიორგის მეუღლე ლელა კილაძე და პატარა ანდრეა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაჩნდა. ლელასთვის ის მეხუთე შვილია, გიორგისთვის კი - პირველი.