"კიბო განაჩენი არ არის.... ეს გვინდოდა, რომ "ევროვიზიაზე" გაგვეტანა ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს" - თათია კობალაძის სიმღერის კლიპი გამოვიდა, რომელიც "ევროვიზიისთვის" შეიქმნა
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თათია კობალაძის სიმღერის კლიპი გამოვიდა, რომელიც "ევროვიზიისთვის" შეიქმნა:
"კიბო განაჩენი არ არის, აი, ეს გვინდოდა, რომ ევროვიზიაზე გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით. ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს. თათიამ თავის ტყავზე გამოცადა ეს გზა, გაიმარჯვა სიმსივნეზე, ახლა ამ სიმღერას მღერის და მოტივაციას აძლევს მსოფლიოს, ადამიანებს, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებული და იმედი საერთოდ არ აქვთ. მნიშვნელოვანი მესიჯი გვქონდა, მაგრამ არც კი განგვიხილეს სამწუხაროდ. მუსიკა: ჩემია “ოლდ სქულია” რა თქმა უნდა !!ტექსტი უმაგრესი ბიბი კვაჭაძისაა, არანჟირება და მასტერინგი უმაგრესი ზაზა ხუბუკელაშვილის, ბექვოკალიც მე გახლავართ, მოუსმინეთ და ნახეთ ამ სიმღერის ვიდეო კლიპი არ დაიზაროთ"- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.