რატომ მიუსაჯეს 16-წლიანი პატიმრობა რუსეთში ახალგაზრდა ფოტოგრაფს? - კვირის პალიტრა

რატომ მიუსაჯეს 16-წლიანი პატიმრობა რუსეთში ახალგაზრდა ფოტოგრაფს?

პერ­მის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლომ ფო­ტოგ­რაფ­სა და მუ­სი­კოს გრი­გო­რი სკვორ­სოვს 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა - და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ის ფაქ­ტი გახ­და, რომ სკვორ­სოვ­მა ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტს საბ­ჭო­თა ბუნ­კე­რე­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნი გა­დას­ცა. სა­უ­ბა­რია ის­ტო­რი­კო­სე­ბის, დი­მიტ­რი იურ­კო­ვი­სა და სერ­გეი პო­ლე­ტა­ე­ვის წიგნ­ზე, "საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო ბუნ­კე­რე­ბი“: 1930-1960-იანი წლე­ბის ურ­ბა­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მაგ­რე­ბე­ბი“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნი აკ­რძა­ლუ­ლი არ არის და მისი შე­ძე­ნა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. ტი­რა­ჟი ამ­ჟა­მად გა­ყი­დუ­ლია, თუმ­ცა ეგ­ზემპლა­რე­ბის მო­ძი­ე­ბა Avito სერ­ვის­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სკვორ­სო­ვი პერმ­ში ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სამ­რეწ­ვე­ლო და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ით, ასე­ვე სამ­რეწ­ვე­ლო ჯგუფ "ჯა­გა­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

რო­გორც Mediazona წერს, 2023 წლის 29 ნო­ემ­ბერს სკვორ­სო­ვი პერ­მი­დან სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ იგი სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.გააგრძელეთ კითხვა