"ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე იყო. სამ­ჯერ ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვეშ იპო­ვეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი? - კვირის პალიტრა

"ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე იყო. სამ­ჯერ ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვეშ იპო­ვეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი?

რო­გორც "ქარ­თულ ლე­გი­ო­ნის" გვე­უბ­ნე­ბი­ან, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვლე­ლო­ბის 7 მცდე­ლო­ბა, ერთ კვი­რა­ში კი ორი დი­ვერ­სი­უ­ლი აქტი გან­ხორ­ცი­ელ­და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი, ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რის, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ან შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­შიც კი ახა­ლი, სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი გახ­დეს ცნო­ბი­ლი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ჩა­ა­ტა­რა - რო­გორც ამ ცოტა ხნის წინ გა­ვი­გეთ, SBU-მ კრემ­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლიკ­ვი­და­ცი­ის მო­რი­გი გეგ­მა ჩაშ­ლა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მიზ­ნე იყო "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის ცნო­ბით, ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო პირ­და­პირ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (FSB) მიერ. ოპე­რა­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და სამ­ხედ­რო ლი­დე­რის სა­ჯა­რო მკვლე­ლო­ბას კი­ე­ვის ცენ­ტრში - დღი­სით, რაც უნდა გამ­ხდა­რი­ყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ასე­ვე უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან.

ოპე­რა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი შე­ად­გენ­და, სულ ცოტა, 100 000 აშშ დო­ლარს. რუ­სე­თის მხა­რე ფიქ­რობ­და, რომ რი­გით და­ქი­რა­ვე­ბულ მკვლელ და­უ­კავ­შირ­დნენ, თუმ­ცა ეს პირი აღ­მოჩ­ნდა SBU-ს აგენ­ტი, რო­მე­ლიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­ტრო­პე­რა­ცი­ა­ში. სწო­რედ ასე და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია "მაქ­ცია“ - რომ­ლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის აღ­კვე­თა კი არა, რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­შიფვ­რაც იყო.

ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე ფაზა მიზ­ნად ისა­ხავ­და რუ­სე­თის ქსე­ლე­ბის სრუ­ლად აღ­მო­ჩე­ნას უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში SBU-მ მო­ი­პო­ვა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ფა­რუ­ლი კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი და გა­და­რი­ცხვე­ბის კვა­ლი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბო­და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ეს შემ­თხვე­ვა არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ თავ­დას­ხმებს უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი:

გე­ნე­რალ კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვი (HUR-ის უფ­რო­სი) - არა­ერ­თი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა, მათ შო­რის აფეთ­ქე­ბა და მო­წამ­ვლის სქე­მა. ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ი­შა­ლა SBU-ს ჩა­რე­ვით;

პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი - 2022–2024 წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო მი­ზან­ში, მათ შო­რის შიდა გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პოლ­კოვ­ნი­კე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

პოლ­კოვ­ნიკ ია­როს­ლავ გო­ჟია (SBU) - ნი­კო­ლა­ევ­ში და­გეგ­მი­ლი აფეთ­ქე­ბა;

გე­ნე­რალ სერ­გეი შაპ­ტა­ლა - გენშტა­ბის უფ­რო­სი, რომ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვა აკ­ვირ­დე­ბო­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დარ­ტყმის­თვის;

რუს­ლან ლუშ­ჩენ­კო (ხარ­კო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცია) - მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბა საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.რო­გორც უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ კონ­ტექ­სტში არ წარ­მო­ად­გენს, უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერთ სა­მიზ­ნეს - ის არის სიმ­ბო­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ. მისი ლიკ­ვი­და­ცია კრემ­ლის­თვის იქ­ნე­ბო­და ერ­თდრო­უ­ლად სამ­ხედ­რო, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რაც ჩა­ი­შა­ლა უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად.

Ambebi.ge არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის თა­ვად მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- მა­მუ­კა, რო­გორ შე­ი­ტყვეთ, რომ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა არ­სე­ბობ­და?

- ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე იყო. სამ­ჯერ ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვეშ იპო­ვეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ძა­ლი­ან მაგ­რად "ეთა­მაშ­ნენ". ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბის გარ­და, არა­ერ­თი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს. SBU-ს თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც FSB-ს თა­ნამ­შრომ­ლობს "ქი­ლე­რი“ ეგო­ნათ, რუ­სე­ბის ისე­თი ნდო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ თათ­ბი­რებ­ზე გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც აყე­ნებ­და საქ­მის კურ­სში. გააგრძელეთ კითხვა