ალპებში მყინვარების დნობა შეუქცევად პროცესად იქცა - მეცნიერების პროგნოზი
შვეიცარიის მყინვარების სავალალო მდგომარეობა რამდენიმე კვირის წინ განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც შვეიცარიაში ალპური მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი ბლატენი ნაწილობრივ გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის ევაკუაცია რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საფრთხის გამო, რომ მყინვარი ბირჩი იშლებოდა - მწვერვალი. რომელიც კლდის მასას იკავებდა, იმდენად დასუსტდა, რომ დამცავი ბარიერის ფუნქცია ვეღარ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მყინვარების დნობა დაახლოებით 170 წლის წინ შენიშნეს. თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, პროცესი დაჩქარდა და ექსპერტების თქმით, 2022 - 2023 წლები ამ მხრივ ყველაზე სახიფათო იყო. გააგრძელეთ კითხვა