“ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს მიეკუთვნებოდა" - რის შესახებ წერს დონალდ ტრამპი?
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან ურანი არ გაუტანია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბეტონზე მუშაობდნენ და გასასვლელების დალუქვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი გატანილა, ეს ძალიან დიდ დროს დაიკავებდა, ზედმეტად სახიფათოა, და ძალიან მძიმე და რთულია გადასატანად!”, - წერს ტრამპი.
აქამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მსგავსი შეფასებები გააჟღერა.
“სადაზვერვო მონაცემები არ მიმიღია, რომლებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ ეს [ურანი] არ იმყოფებოდა იქ, სადაც უდნა ყოფილიყო,” - განაცხადა ჰეგსეტმა.
"ინტერპრესნიუსი"