სააკაშვილის სკანდალური განცხადება - "თინა ხიდაშელმა შეუშვა რუსების აგენტის თბილისის საიდუმლო ობიექტზე" - კვირის პალიტრა

სააკაშვილის სკანდალური განცხადება - "თინა ხიდაშელმა შეუშვა რუსების აგენტის თბილისის საიდუმლო ობიექტზე"

საქართველოს ექსპრეზიდენტი პოლიტიკოს თინა ხიდაშელზე პოსტს წერს:

"ივანიშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აგრძელებს ჩემი უშვერი სიტყვებით ლანძღვას. მე კი ზუსტად მახსოვს, რომ სწორედ მან შეუშვა რუსების ოფიციალური აგენტი ტრისტან წითელაშვილი თბილისის დაცვისთვის მთებში აშენებული საიდუმლო ზღუდის დასათვალიერებლად და გადასაღებად. მან მოუღო საბოლოოდ ბოლო ჩვენს უმაგრეს სამხედრო წარმოებას - დროა ყველას და ყველაფერს გაეცეს პასუხი და ისინი, ვინც უზარმაზარ ზარალს აყენებდნენ ქვეყანას, მორალისტებად აღარ გვევლინებოდნენ"- წერს სააკაშვილი.