ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვრინი-ალავერდის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, ავტომობილის მგზავრი ქალი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე, მსუბუქად დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"