“არ გაბედო ანდროს ხსენება, ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო "მინისტრო" - ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

“არ გაბედო ანდროს ხსენება, ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო "მინისტრო" - ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძეს პასუხობს

"არ გა­ბე­დო ან­დროს ხსე­ნე­ბა! ბან­დი­ტო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო ხარ­ბო "მი­ნის­ტრო"!“ - ასე პა­სუ­ხობს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის დედა ლიკა გუნ­ცა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნისტრს, თიკა რუ­ხა­ძეს.

თი­ნა­თინ რუ­ხა­ძემ მსა­ხი­ობ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" ისა­უბ­რა. მისი თქმით, კა­ნო­ნი არის უზე­ნა­ე­სი და ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, რა დად­გე­ნი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო, მას არ აქვს უფ­ლე­ბა, ამ პრო­ცეს­ში ჩა­ე­რი­ოს."რას ელო­დე­ბით ახლა, ვი­ტყვი, რომ ვიც­ნობ? ვიც­ნობ. ვი­ტყვი, რომ ან­დრო კარ­გი ახალ­გაზ­რდაა? კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, კარ­გი ახალ­გაზ­რდაა. ვი­ტყვი, რომ არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი ცი­ხის­თვის არა­ვის არ ემე­ტე­ბა, არც ახალ­გაზ­რდა და არც ძველ­გაზ­რდა. აი, ეს არის ჩემი პო­ზი­ცია ადა­მი­ა­ნუ­რად.

რო­გორც მი­ნის­ტრი, გე­ტყვით, რომ კა­ნო­ნი არის უზე­ნა­ე­სი და ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, რა დად­გე­ნი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო, მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, ამ პრო­ცეს­ში ჩა­ვე­რიო. არ ვარ იუ­რის­ტი და არ ვიცი, ახლა რო­გორ უნდა გე­ლა­პა­რა­კოთ ამ თე­ზე­ბით, რაც არ არის ჩემი სფე­რო. ჰკი­თხეთ იუ­რის­ტებს და ჰკი­თხეთ სა­სა­მარ­თლოს სპე­ცი­ა­ლის­ტებს. შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნუ­რად გი­თხრათ, რომ, კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან რთუ­ლია.

ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მე­რამ­დე­ნე გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას ვუ­ყუ­რებთ; ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის ხე­ლით, იმი­ტომ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სა­გან­ძუ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ემო­ცი­ებ­ზე გა­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი და ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვად ჩათ­ვა­ლეს ეს გუ­ლან­თე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო­უ­რი ჩა­რე­ვაა და თავ­ზე მოხ­ვე­უ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სა­პა­სუ­ხოდ.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა მსა­ხი­ო­ბის დე­დამ ლიკა გუნ­ცა­ძემ:“არ გა­ბე­დო ან­დროს ხსე­ნე­ბა! ბან­დი­ტო, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო, ხარ­ბო "მი­ნის­ტრო", მოვა შენი დროც! ქოცო! მარ­თლა თქვე ქვეყ­ნის გა­დამ­ტრი­ა­ლებ­ლე­ბო! მო­ღა­ლა­ტე­ე­ბო!

არ გა­ბე­დო ჩემი შვი­ლის ხსე­ნე­ბა! და არ­ცერ­თი ბი­ჭის რო­მე­ლიც თქვენ, ჯა­ლა­თებ­მა გა­მო­კე­ტეთ ცი­ხე­ში!

მო­გე­კი­თხე­ბათ, აი, ნა­ხავთ სულ მალე გა­გე­ბი­ნებთ პა­სუხს!" - წერს გუნ­ცა­ძე.