ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში - თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება - კვირის პალიტრა

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში - თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

5 ივ­ლი­სი­დან, ლა­გო­დე­ხის ბლუზ ვი­ლი­ჯის კარი მე­ლო­მა­ნე­ბის­თვის უკვე მე­ცხრედ გა­ი­ღე­ბა და ივ­ლი­სის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად გე­პა­ტი­ჟე­ბათ.

ფეს­ტი­ვა­ლის ვარ­სკვლა­ვუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა და მას­პინ­ძლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სა, რომ ლა­გო­დეხ­ში და­უ­ვი­წყარ დროს გა­ა­ტა­რებთ.

5 ივ­ლისს, ფეს­ტი­ვალს გახ­სნის ბლუ­ზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლე­გენ­და­რუ­ლი ბიბი კინ­გი­სა და ჯე­იმს ბრა­უ­ნის ბენ­დის წევ­რე­ბი და 2024 წლის გრე­მის მფლო­ბე­ლი კენი უე­ი­ნი.

The Kings of Blues - ესაა ბენ­დი ჩი­კა­გო­დან, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ან კენი უე­ი­ნი (ბლუზ­ბო­სად წო­დე­ბუ­ლი, კლა­ვი­შე­ბი, ბუ­გიპ­ლე­ე­რი), ვეს­ტი და რა­სელ ჯეკ­სო­ნე­ბი (რითმ და ბას გი­ტა­რა), ვალ­დო ვე­ზერ­სი (კომ­პო­ზი­ტო­რი, საქ­სა­ფო­ნი) და ტონი კო­ლე­მა­ნი (დრა­მი).

ძმე­ბი ჯეკ­სო­ნე­ბი და ტონი კო­ლე­მა­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე უკ­რავ­დნენ ბიბი კინ­გის ბენდში; ხოლო ვალ­დო - ჯე­იმს ბრა­უ­ნის ბენდში.

ფეს­ტი­ვა­ლი უკვე სარ­გებ­ლობს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხა­რის­ხი, მო­ნა­წი­ლე­თა სულ უფრო მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ლა­გო­დე­ხის ბლუზ ფეს­ტი­ვა­ლი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი ბლუზ ფეს­ტი­ვა­ლი და ერ­თა­დერ­თი - აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.

წელს პირ­ვე­ლად, მე­ცხრე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბლუზ ფეს­ტი­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა. სი­ახ­ლე ისაა, რომ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ჩა­მო­დის თა­ვის ბენდთან ერ­თად და შე­სა­ბა­მი­სად, მსმე­ნელს ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მუ­სი­კას შევ­თა­ვა­ზებთ.

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თი­ბი­სი ლა­გო­დე­ხის ბლუზ ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და წარმდგე­ნია.

ფეს­ტი­ვა­ლის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნი­სას, ახა­ლი თი­ბი­სი ბა­რა­თით, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ცეპტ ბა­რა­თით და ერ­თგუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით, ისარ­გებ­ლეთ 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით.

შევ­ხვდე­ბით ლა­გო­დეხ­ში!

R