"მისი ბაბუა იყო უკრაინელი კონსტანტინე დობროვოლსკი, მეტსახელად "ყასაბი", რომელიც გერმანელებისთვის ჯაშუშობდა" - რა დაადგინა Daily Mail-მა ბლეიზ მეტრეველის შესახებ და რატომ აქვს მას ქართული გვარი? - კვირის პალიტრა

"მისი ბაბუა იყო უკრაინელი კონსტანტინე დობროვოლსკი, მეტსახელად "ყასაბი", რომელიც გერმანელებისთვის ჯაშუშობდა" - რა დაადგინა Daily Mail-მა ბლეიზ მეტრეველის შესახებ და რატომ აქვს მას ქართული გვარი?

"რო­დე­საც ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლი MI6-ის მო­მა­ვალ ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­მო­ცხად­და, აშ­კა­რა გახ­და, რომ ის დიდი ხა­ნია უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტოს 116-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რი ჰქონ­და.

ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი მეტ­რე­ვე­ლი მრა­ვა­ლე­ნო­ვან ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და კემ­ბრი­ჯში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, სა­დაც პემ­ბრო­კის კო­ლე­ჯში ან­თრო­პო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და. ის 1997 წლის ქალ­თა ნა­ვე­ბის რბო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რი იყო სა­ნამ კო­ლეჯს და­ამ­თავ­რებ­და და შემ­დეგ... გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და...“ - ამის შე­სა­ხებ Dailymail თა­ვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტი­ა­ში წერს და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის მო­მა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს ასა­ჯა­რო­ებს.

ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია მისი ქარ­თუ­ლი გვა­რის გამო და თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ მას ქარ­თვე­ლი წი­ნაპ­რე­ბი ჰყავს. ვნა­ხოთ, რას წერს ამ თე­მა­ზე Daily Mail.გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის სა­ხე­ლი არც ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში იძებ­ნე­ბა და მის სა­ხელ­საც მხო­ლოდ "ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის“ ჯილ­დო­ე­ბის მი­ღე­ბი­სას ახ­სე­ნებ­დნენ.

“რო­დე­საც ამ თვის და­სა­წყის­ში მისი და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა თქვეს, იყო ის, რომ ჯერ კი­დევ უყ­ვარ­და ნიჩ­ბოს­ნო­ბა,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

“რო­გორც ჩანს, MI6-მა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა. ლე­გენ­და­რულ­მა სამ­სა­ხურ­მა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლო მეტ­რე­ვე­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რის და­მალ­ვა.

“მაგ­რამ არ­სე­ბობს ერთი რამ, რისი კონ­ტრო­ლიც არც მას და არც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს არ შე­ეძ­ლო - მისი ოჯა­ხი...“ - წე­რია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც გერ­მა­ნი­ის არ­ქი­ვე­ბი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ნა­ცის­ტუ­რი კო­ლა­ბო­რა­ტო­რის შვი­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ადოლფ ჰიტ­ლე­რის­თვის ჯა­შუ­შობ­და და ადა­მი­ა­ნებს კლავ­და.

“ქალ­ბა­ტო­ნი მეტ­რე­ვე­ლის ბა­ბუა იყო უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე დობ­რო­ვოლ­სკი, რო­მელ­საც “ყა­საბს“ უწო­დებ­დნენ. ის წი­თე­ლი არ­მი­ი­დან გა­და­ვი­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ბა­ნაკ­ში და მათი მთა­ვა­რი ინ­ფორ­მა­ტო­რი გახ­და უკ­რა­ი­ნა­ში, ჩერ­ნი­გო­ვის რე­გი­ონ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მეტ­რე­ვე­ლი არა­სო­დეს შეხ­ვედ­რია ბა­ბუ­ას, მისი ის­ტო­რია მა­ინც უხერ­ხულ ჩრდილს აყე­ნებს მეტ­რე­ვე­ლის უნაკ­ლო კა­რი­ე­რას MI5-ში, MI6-სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

Daily Mail-მა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ფრა­ი­ბურ­გის არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ასო­ბით გვერ­დი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც დობ­რო­ვოლ­სკის ცხოვ­რე­ბას აღ­წერს."აგენ­ტი №30“-ის სა­ხე­ლით ცნო­ბილ­მა ჯა­შუშ­მა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, რაც მათ მისი დიდ­გვა­რო­ვა­ნი მი­წათ­მფლო­ბე­ლი ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რეს და მა­მუ­ლე­ბი გა­ძარ­ცვეს.

არ­ქივ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ და­ა­წე­სა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა 50 000 რუბ­ლის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო დობ­რო­ვოლ­სკი­ზე. ფა­ი­ლებ­ში ასე­ვე მო­ი­პო­ვე­ბა ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის ბა­ბუ­ის ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი ნა­ცის­ტი უფ­რო­სე­ბი­სად­მი.

გააგრძელეთ კითხვა