"ჩემი თვალით ვუყურებდი, ხალხი როგორ ცვიოდა გონდოლიდან... მა­მა­ჩე­მი მიხ­ვდა, რაც მოხ­და და გა­ი­ქე­ციო, მი­თხრა" - რას იხსენებს პაატა ვარდანაშვილი 35 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი თვალით ვუყურებდი, ხალხი როგორ ცვიოდა გონდოლიდან... მა­მა­ჩე­მი მიხ­ვდა, რაც მოხ­და და გა­ი­ქე­ციო, მი­თხრა" - რას იხსენებს პაატა ვარდანაშვილი 35 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიაზე?

მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­როს ტრა­გე­დია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მედ გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვია. უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში,1990 წლის 1-ელ ივ­ნისს მოხ­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა.

ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 19 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 42 და­შავ­და. წელს, 1-ელ ივ­ნისს ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვი­დან 35 წელი გა­ვი­და... გარ­და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა და და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­გე­დი­ას შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ. მათ ზე­მო­დან ჩა­მოც­ვე­ნი­ლი გაგ­ლე­ჯი­ლი სა­ბა­გი­როს ნა­წი­ლე­ბი სულ ცო­ტა­თი ას­ცდათ.

ფო­ტოგ­რა­ფი და გიდი პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რომ­ლის ოჯა­ხი ამ ყვე­ლა­ფერს ბეწ­ვზე გა­და­ურ­ჩა. პა­ა­ტა მა­შინ 16 წლის იყო და იმ ტრა­გი­კულ ამ­ბავს 35 წლის შემ­დეგ ასე იხ­სე­ნებს.

პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი:

- სა­ბა­გი­როს პირ­ვე­ლი­ვე ანძა სად­გუ­რი­დან ჩვე­ნი უბ­ნის თავ­ზე გა­და­დის. და­ახ­ლო­ე­ბით იმის ძირ­ში (სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე) ვცხოვ­რობთ. მე და მა­მა­ჩე­მი სახ­ლთან მან­ქა­ნას ვა­კე­თებ­დით, უეც­რად და­ვი­ნა­ხეთ, რომ მან­ქა­ნის გვერ­დით "ტრო­სი“ და­ე­ცა. სა­ბა­გი­როს ორი "ტრო­სი“ აქვს, ერთი - სქე­ლი, რო­მე­ლიც უძ­რა­ვია და მე­ო­რე - წვრი­ლი, რო­მელ­საც გონ­დო­ლე­ბი აჰ­ყავს და ჩა­მოჰ­ყავს. იმ დროს ერთი გონ­დო­ლა ზედა სად­გურ­თან მო­დი­ო­და და მე­ო­რე - ქვე­და სად­გურ­თან. "ტრო­სი“, ზედა ვა­გო­ნის ზე­ვით გა­წყდა და ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით თხელ, პა­ტა­რა „ტროს­ზე" და­ე­კი­და. შემ­დეგ კი სა­ბა­გი­რო შუ­ა­ზე გა­იჭ­რა.

ზედა სა­ბა­გი­რო­დან ხალ­ხი ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ეზო­ში ჩა­მოც­ვივ­და. რო­გორც ვი­ცით, ყვე­ლა­ზე მეტი მსხვერ­პლი იყო ზედა სა­ბა­გი­რო­დან. "ტრო­სი“ რომ გა­წყდა, ორი­ვე გონ­დო­ლა და­ეშ­ვა, უბ­რა­ლოდ ერთი ქვე­და სად­გურ­თან ახ­ლოს იყო, იქ მსხვერ­პლი ან არ იყო, ან ერთი-ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ძი­რი­თა­დად ჭყლე­ტა მოხ­და. მე­ო­რე გონ­დო­ლა კი ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით მო­დი­ო­და, რო­გორც ჩანს, მუხ­რუჭ­მა რომ არ და­ი­ჭი­რა, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთი ეზოს თავ­ზე, რო­გორც ვთქვი, ხალ­ხი შუა ეზო­ში ჩა­მოც­ვივ­და. იქ ერთ-ერთი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის რა­ღაც ნა­წი­ლიც ჩა­მო­ინ­გრა და ზოგი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე და­ე­ცა.

- ამ ყვე­ლა­ფერს რომ უყუ­რებ­დით, რას ფიქ­რობ­დით, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- მა­მა­ჩე­მი მიხ­ვდა, რაც მოხ­და და გა­ი­ქე­ციო მი­თხრა. მე ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, მით უფრო, რომ ზე­მოთ ვი­ხე­დე­ბო­დი და ამ ყვე­ლა­ფერს ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი - გონ­დო­ლა რო­გორ მო­გო­რავ­და, რო­გორ გა­იჭ­რა შუ­ა­ზე და ხალ­ხი რო­გორ ცვი­ო­და...მერე დაჭ­რი­ლებს, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლებს რუს­თა­ველ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მან­ქა­ნებ­ში ვსვამ­დით, სა­ნამ სას­წრა­ფო მო­ვი­დო­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დრო­უ­ლად გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ და ზრდას­რუ­ლე­ბიც.

არა­და, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე სა­ბა­გი­როს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და. შე­და­რე­ბით დიდი ვა­გო­ნე­ბი და­ა­ყე­ნეს. ახალ­გახ­სნი­ლი რომ იყო, მთაწ­მინ­დის პარკში სა­ბა­გი­რო­თი ას­ვლა პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ყვე­ლა და­დი­ო­და და იქ ასას­ვლე­ლად სულ დიდი რიგი იდგა ხოლ­მე. მა­მა­ჩე­მიც აპი­რებ­და, რომ წა­ვეყ­ვა­ნეთ, მან­ქა­ნას რა­ღაც გა­ვუ­კე­თოთ და სა­ღა­მოს ავი­დე­თო. მოკ­ლედ, იმ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვერც ვხვდე­ბო­დი, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, ხალ­ხს დავ­ხმა­რე­ბო­დი. მერე და მერე აღ­ვიქ­ვით ყვე­ლამ ერ­თად რა სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და.

გააგრძელეთ კითხვა