КГБ-სთან თანამშრომლობა და... - რას აცხადებს აშშ-ის სასაზღვრო პატრული საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ამერიკაში დააკავეს?
ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პატრულის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მამაკაცი, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საშიშია.
US Border Patrol-ის ინფორმაციით, მამაკაცი აშშ-ში 2023 წელს შევიდა და თავშესაფარი მოითხოვა. თუმცა, ის სავარაუდოდ, მძიმე კრიმინალური წარსულისგან გაქცევას ცდილობდა.
მამაკაცი ახლა ბრუკლინში, ICE-ის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
გამოძიების ინფორმაციით, მას წარსულში ბრალი აქვს წაყენებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა - კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა, ადამიანების უკანონოდ გადაყვანა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე, თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების სამსახურთან (კგბ).გააგრძელეთ კითხვა