მსხვერპლებს "ტვიტერში“ უკავშირდებოდა, თავის ბინაში მიჰყავდა და... - იაპონიაში 9 ადამიანის მკვლელობისთვის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს - კვირის პალიტრა

მსხვერპლებს "ტვიტერში“ უკავშირდებოდა, თავის ბინაში მიჰყავდა და... - იაპონიაში 9 ადამიანის მკვლელობისთვის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ია­პო­ნი­ა­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ცხრა ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ცნეს დამ­ნა­შა­ვედ.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლით "მკვლე­ლი "ტვი­ტე­რი­დან“ - ტო­კი­ოს და­კა­ვე­ბის სახ­ლში ჩა­მო­ახ­რჩვეს. ეს იყო ია­პო­ნი­ა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

34 წლის ტა­კა­ჰი­რო ში­რა­ი­ში 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ის მსხვერ­პლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ უკავ­შირ­დე­ბო­და და თა­ვის ბი­ნა­ში მიჰ­ყავ­და. პო­ლი­ცი­ამ, ჩხრე­კის დროს, კა­ნა­გა­ვას პრე­ფექ­ტუ­რის ქა­ლაქ ზა­მა­ში მდე­ბა­რე მის ბი­ნა­ში მა­ცივ­რის ყუ­თებ­სა და კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მა­მა­კაცს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა 2020 წელს ცხრა ადა­მი­ა­ნის - რვა ქა­ლი­სა და ერთი მა­მა­კა­ცის - მკვლე­ლო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის მი­ე­სა­ჯა. წყარო