"უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!" - რას წერს ონისე ცხადაძის ძმა
გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა.
ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!" - წერს სანდრო ცხადაძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.