რუსეთი პოკროვსკს 111 000 ჯარისკაცით უტევს - რას ამბობს ალექსანდრე სირსკი - კვირის პალიტრა

რუსეთი პოკროვსკს 111 000 ჯარისკაცით უტევს - რას ამბობს ალექსანდრე სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს დაახლოებით 111 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ომის დაწყებიდან დღემდე, მოსკოვის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა.

მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის მთელ 1200-კილომეტრიან მონაკვეთზე ყველაზე ცხელი რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად სულ მცირე ორმოცდაათი საბრძოლო შეტაკება ხდება და მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევის მცდელობებს.

"ინტერპრესნიუსი"