ფილიპ კირკოროვი ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს და კატეგორიულ მოთხოვნებს უყენებს - რას ითხოვს რუსი მომღერალი?
რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა სოციალურ ქსლეში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთის ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს შეწყვიტოს სომხეთში დაკავებული რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის დევნა. მომღერალმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ Instagram-ზე, რომელიც რუსეთში აკრძალულია და ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
მან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მოუწოდა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ "პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ" .
კირკოროვის თქმით, ქვეყნის მთავრობამ უსაფუძვლო ბრალდებებით დაიწყო ბრძოლა როგორც თავად ბიზნესმენის, ასევე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს ფაშინიანს.
"ჩემი კეთილი მეგობარი ჩასვეს ბნელ საკნებში აბსურდული და მოგონილი ბრალდებებით. მინდა გავახსენო პრემიერ ფაშინიანს მცნება "არა ცილი სწამო", - ამბობს ის.
ცნობილია, რომ კარაპეტიანს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. კირკოროვსა და მას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
მიმართვაში კირკორივი ამბობს, რომ მის ძარღვებში სომხური სისხლიც ჩქეფს. წაიკითხეთ ვრცლად