მაღაზიის მეპატრონე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა? - კვირის პალიტრა

მაღაზიის მეპატრონე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ბალ­ში მომ­ხდა­რი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 25 ივ­ნისს ორი პირი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა კა­ბა­ლის ბაზ­რის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ივ­ნისს, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ბალ­ში, ორი პირი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა კა­ბა­ლის ბაზ­რის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე ად­გილ­ზე მყო­ფი პი­რის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით და მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა ჯგუ­ფუ­რად) და 109-ე მუხ­ლის "ბ“ და "ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის სხვის სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას, ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"