"უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ოჯახები იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი სახლები დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ" - დანაპრალებული მიწა ხარაგაულის სოფელში - კვირის პალიტრა

"უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ოჯახები იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი სახლები დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ" - დანაპრალებული მიწა ხარაგაულის სოფელში

მო­ქა­ლა­ქე მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხე­მა­ღალ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მი­წა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ღრმა ნაპ­რა­ლე­ბი ჩანს.

მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩემი ხა­რა­გა­უ­ლის" ცნო­ბით, ხა­რა­გა­უ­ლის სოფ­ლებ­ში ხე­მა­ღალ­სა და ღვერკში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო."ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში – ხე­მა­ღალ­სა და ღვერკში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. მე­წყერ­მა და­ა­ზი­ა­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი.

უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ექ­ვსი ოჯა­ხი ღვერ­კი­დან და ორი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხე­მა­ღა­ლი­დან, გე­ო­ლო­გე­ბის რჩე­ვით, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ღვერკში კი­დევ ათამ­დე სახ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად არა­ვინ ცხოვ­რობს", - წე­რია "ჩემი ხა­რა­გა­უ­ლის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე:

"კი­დევ ერთხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე წერა მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ ეს ხდე­ბა ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში, რი­კო­თის გზა­ზე. ეს 2 დღეა მწე­რენ. ეს არის სო­ფე­ლი ხე­მა­ღა­ლი, იქ­ვეა სო­ფე­ლი ღვერ­კი, სა­დაც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. გუ­გლის რუ­კა­ზეც კი ცხა­დად ჩანს, რომ გზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ჩა­მოჭ­რი­ლი ფერ­დე­ბის მიმ­დე­ბა­რე­დაა მიწა მძი­მედ და­ნაპ­რა­ლე­ბუ­ლი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო