უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ვანო ნა­დი­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

მის ცხე­დარს სამ­შობ­ლო­ში ახ­ლობ­ლე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით დახ­ვდნენ. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი: „დი­დე­ბა გმი­რებს!“.

ვან­დო ნა­დი­რა­ძის ცხე­დარს თემ­ქა­ზე, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ცი­ულ ძა­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ ვანო ნა­დი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2 ივ­ნისს გავ­რცელ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.