“მსუ­ბუ­ქი ­ავტომობილი ტრაქ­ტორს შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა” - ტრაგედია კახეთში - კვირის პალიტრა

“მსუ­ბუ­ქი ­ავტომობილი ტრაქ­ტორს შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა” - ტრაგედია კახეთში

კა­ხეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ზემო ქე­დი­დან ში­რა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ტრაქ­ტორს შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა, ტრაქ­ტორ­ში მყო­ფი მამა-შვი­ლი კი და­შავ­და.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.