"გავარდა ხმა, რომ ცუდი პარტიაა შემოსულიო, ცუდი პარტია ხალხია საქართველოში შემოსული, ერთი სული აქვთ საშინელება დაგაბრალონ" - რატომ მოხვდა გიორგი ყიფშიძე საავადმყოფოში? - კვირის პალიტრა

"გავარდა ხმა, რომ ცუდი პარტიაა შემოსულიო, ცუდი პარტია ხალხია საქართველოში შემოსული, ერთი სული აქვთ საშინელება დაგაბრალონ" - რატომ მოხვდა გიორგი ყიფშიძე საავადმყოფოში?

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ავრცელებს ვიდეო მიმართვას იმაზე, თუ როგორ მოხვდა საავადმყოფოში:

"გავარდა ხმა, რომ ცუდი პარტიაა შემოსულიო, ცუდი პარტია ხალხია საქართველოში შემოსული, ერთი სული აქვთ საშინელება დაგაბრალონ, შეგტენონ, ფეხი რომ დაგიცდება, რაღაც სხვას მიაწერონ... პანიკური შეტევა მქონდა, მეგონა გული იყო, სპექტაკლი მქონდა იმ დღეს და ვერ ვიყავი კარგად და ყელში ვგრძნობდი ფეთქვას, გამოვიძახე სასწრაფო, თქვენი შიშით სასწრაფო ვერ გამომიძახია? ნარკოტიკი მორჩა, წარსულს ჩაბარდა, ვერ ეღირსებით ეგ რომ თქვათ" - ამბობს მსახიობი.