ილია თოფურია ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს - ვიდეო - კვირის პალიტრა

ილია თოფურია ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს - ვიდეო

UFC -ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია უკვე ორი წო­ნის - ქვემ­სუ­ბუ­ქი და მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნია.

თო­ფუ­რია ლას ვე­გას­ში, UFC 317-ზე, მსუ­ბუ­ქი წო­ნის დი­ვი­ზი­ო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ჩარლზ ოლი­ვე­ი­რას შეხ­ვდა. თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას არა­ვინ ელო­და. ილი­ამ ოლი­ვი­ე­რა ბრძო­ლის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ილია თო­ფუ­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­გან­გე­ბოდ მი­მარ­თა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სამ­შობ­ლო­ში მალე ჩა­მო­ვა. ვი­დე­ოს “სე­ტან­ტა სპორ­ტი“ აქ­ვეყ­ნებს.“ილია გი­ლო­ცავ ორი დი­ვი­ზი­ო­ნის ჩემ­პი­ო­ნო­ბას. ვნა­ხეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის ზე­ი­მი, ვნა­ხეთ ქალ­ბა­ტო­ნი ინგა რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­და შენს წარ­მა­ტე­ბას არე­ნის გა­რეთ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად. თუ შე­გიძ­ლია, რომ მი­მარ­თო ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან გედგნენ გვერ­დში ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­სას,“ - მი­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩემ­პი­ონს.

- უდი­დე­სი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის. დიდი იმე­დი მაქვს, რომ მალე მო­ვა­ხერ­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს ვეს­ტუმ­რე­ბი და ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი ყვე­ლას თა­ვი­დან.