“მატადორმა ეს კვლავ გააკეთა! გილოცავ, მეგობარო" - ანტონიო ბანდერასი ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს
"ვულოცავ ილია თოფურიას ამ დიდ გამარჯვებას ლას-ვეგასში. გასაოცარია, მატადორმა ეს კვლავ გააკეთა. გილოცავ, მეგობარო" - ასე ეხმაურება მსახიობი ანტონიო ბანდერასი UFC 317-ზე ილია თოფურიას გამარჯვებას.
ბანდერასს თოფურიაც პასუხობს:
“მადლობა მეგობარო, შემდეგში ერთად წავიდეთ,“ - წერს ჩემპიონი ჰოლივუდის ვარსკვლავს.
თოფურიამ დღეს, UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირა საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა ანტონიო ბანდერასის ცნობილი სიმღერით, Desperado აღნიშნა. წყარო