"კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

"კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ-მ „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა.

მოლოდინისაბრებ უპირატესობას თავიდანვე პარიზული გუნდი დაეუფლა, კვარაცხელიამ დრიბლინგის შემდეგ პასი ბარკოლას გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე უსტარიმ არ დაანება, თუმცა მალე პსჟ ნევეშმა თავურით დააწინაურა. „პარი სენ ჟერმენი“ განუწყვეტლივ უტევდა და მომენტებს ქმნიდა: ფაბიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ცოტა ხანში ქართველი მეურვეს გაექცა და უსტარიმ არ გაატანინა, 38-ე წუთზე კი ნევეშმა დუბლი შეასრულა. მერე დუეს ჩაწოდებულ ბურთს ავილესმა საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ჰაკიმიმაც გაიტანა და პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ინტერ მაიამი“ შედარებით გააქტიურდა, მესის კარგი გადაცემა სუარესმა ვერ გამოიყენა. ტემპი დაეცა, რაც ანგარიშიდან გამომდინარე გასაკვირი არ იყო. „კვარა“ ხშირად იხსნებოდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ პარტნიორები ხან ვერ ამჩნევდნენ და ხან პასს უგვიანებდნენ. გააგრძელეთ კითხვა