“ხევ­სურ კაცს სიმ­თვრა­ლე რომ შეს­ტყო­ბო­და, სირ­ცხვი­ლი იყო... არ გიცნობთ, არ მიცნობთ! წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი“ - რას წერს გელა დაიაური? - კვირის პალიტრა

“ხევ­სურ კაცს სიმ­თვრა­ლე რომ შეს­ტყო­ბო­და, სირ­ცხვი­ლი იყო... არ გიცნობთ, არ მიცნობთ! წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი“ - რას წერს გელა დაიაური?

წუ­ხელ თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა სა­ღა­მო “მთის სა­ჩუ­ქა­რი ბარს“, რო­მე­ლიც პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უკვე მე­სა­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამის შე­სა­ხებ და­ი­ა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და სპონ­სო­რებს მად­ლო­ბას უხ­დის. თუმ­ცა, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, გუ­შინ­დელ სა­ღა­მო­ზე გარ­კვე­ულ ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

“ვერ მო­ვით­მენ და ალ­ბათ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვთქვა რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა წუ­ხან­დე­ლი სა­ღა­მოს,"მთის სა­ჩუ­ქა­რი ბარს", ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ და მათ გა­სა­გო­ნად, ვინც ამ სა­ღა­მოს კუ­ლი­სებს მიღ­მა ღრე­ობ­და და ჩხუ­ბობ­და.

იმე­დია, წა­ი­კი­თხა­ვენ ან გა­დას­ცე­მენ ახ­ლობ­ლე­ბი...

ხევ­სურ კაცს სიმ­თვრა­ლე რომ შეს­ტყო­ბო­და, სირ­ცხვი­ლი იყო, სირ­ცხვი­ლი იყო აცე­ტე­ბა და წა­რა­უ­გონთ სა­უ­ბა­რი... მოვ­დი­ვართ ბარ­ში და რას ვაჩ­ვე­ნებთ ბა­რე­ლებს? ვღ­რე­ობთ გა­ლეშ­ვამ­დე და მერე ვჩხუ­ბობთ.... სად ის­წავ­ლეთ, ვინ და­გა­რი­გათ, რომ ესე უნდა მო­იქ­ცეთ. გააგრძელეთ კითხვა