გიორგი მიქაუტაძის დის ულამაზესი ქორწილი ნიცაში (ფოტო/ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და, ანა მიქაუტაძე, დაოჯახდა. ულამაზესი ქორწილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გაიმართა. ანას რჩეულ გიორგი ჩხიკვაძეა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ქორწილს უამრავი ქართველი ესწრებოდა და საქორწინო წვეულებაზე ქართული სიმღერები ისმოდა. მოწვეულმა სტუმრებმა გიორგისთან ერთად ცნობილი ჰიტი "ზღაპრის ბოლო კეთილია" შეასრულეს, რამაც განსაკუთრებული სითბო და პოზიტივი შემოიტანა. ნეფე-პატარძალმა ცეკვა "ქართული".
ერთ-ერთ ვიდეოში ანა მიქაუტაძე თავის ძმაზე, გიორგიზე, საუბრობდა: "გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ. ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო."
გიორგი მიქაუტაძე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში დაიბადა და საფრანგეთის მოქალაქეა. ანა გიორგის უფროსი დაა, ხოლო ფეხბურთელს კიდევ ერთი დედმამიშვილი ჰყავს - მიქაუტაძეების მესამე შვილი, ირაკლი.
გთავაზობთ კადრებს ნიცადან, სადაც კიდევ ერთი ქართული ოჯახი შეიქმნა.
ფოტოები იხილეთ ბმულზე - ambebi.ge