რატომ დაიკეტება მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით?!
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია ნოემბერ-დეკემბერში დასრულდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“, 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით, რომ ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, დავიცვათ უსაფრთხოება. რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ ყველა შესაბამისი პროექტით გაწერილი სამუშაოების შესრულება და შემდეგ უკვე გადავალთ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა ამ სამუშაოებისთვის სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი. მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია განსაზღვრული“, - განაცხადა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"