ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ათასობით ადამიანი - თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - კვირის პალიტრა

ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ათასობით ადამიანი - თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში მეხანძრეები მეორე დღეა ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტყის მეურნეობის მინისტრის იბრაჰიმ იუმაქლის განცხადებით, იზმირის კუიუჩაკისა და დოგანბეის ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრების გავრცელებას ღამით 40-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი უწყობდა ხელს, რის გამოც ოთხი სოფლისა და ორი უბნის მოსახლეობა ევაკუირებულია.

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენები, სახანძრო თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები და ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"