"მოიყვანეს ონო, მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი, მამასაც შეეხო ონო და ეფერა" - პატიმარი ონისე ცხადაძე მამის დაკრძალვაზე მიიყვანეს
"მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა", - ამის შესახებ პატიმარ ონისე ცხადაძის ძმა სანდრო ცხადაძე წერს.
"უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა Lasha Tsutskiridze - ს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ", - წერს სანდრო ცხადაძე.
ონისე ცხადაძის მამა გელა ცხადაძე 26 ივნისს გარდაეცვალა.