"ჩემი მარაგი" ცხელ ზაფხულს გაგიმარტივებთ - კვირის პალიტრა

"ჩემი მარაგი" ცხელ ზაფხულს გაგიმარტივებთ

ზაფხულის სეზონზე საოჯახო მარაგების შევსება ხშირად რთული და სტრესული ამოცანაა. ცხელ დღეებში ბაზარსა და სუპერმარკეტებში სიარული არამხოლოდ დამღლელია, არამედ რეალურ ფიზიკურ დისკომფორტსაც იწვევს. სიცხე ამცირებს კონცენტრაციას, ამძაფრებს გაღიზიანებას და სასურველი პროდუქტის არჩევაც რთულდება. გარდა ამისა, ბაზარში ან არასაკმაოდ გაგრილებულ გარემოში საკვები პროდუქტი ხშირად მალე ფუჭდება, რაც დამატებით სიფრთხილეს და პასუხისმგებლობას ითხოვს.

სწორედ ამიტომ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი” მომხმარებელს სთავაზობს უფრო კომფორტულ ალტერნატივას - სასურველი პროდუქციის შერჩევას სახლიდან გაუსვლელად და უფასო მიტანის სერვისს. ეს ნიშნავს, რომ საოჯახო მარაგების შევსება ,,ჩემ მარაგთან“ ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში მარტივი, მოსახერხებელი და ნაკლებად სტრესულია.

„ჩემი მარაგის” ასორტიმენტში გათვალისწინებულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც ზაფხულში განსაკუთრებით საჭირო და ეფექტურია.

ჩირი და თხილეული მეტი ენერგიისთვის

ზაფხულში, როცა სიცხე მადის დაქვეითებას იწვევს, სწრაფი ენერგიის წყარო აუცილებელია. ჩირი, მაგალითად, გარგარი, ქიშმიში ან ფინიკი, შეიცავს ბუნებრივ შაქრებს, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით მყისიერად ავსებს. თხილეული: ნუში, თხილი და კაკალი კი მდიდარია ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით. ისინი ენერგიას ხანგრძლივად აკავებენ და შიმშილის შეგრძნებასაც ამცირებენ.

შვრია და ბურღულეული - მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი კერძებისთვის

ზაფხულში შვრია ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია: მისი მომზადება მარტივია (ზოგჯერ ცხელ წყალსაც კი არ საჭიროებს), მსუბუქია, მაგრამ თან ნოყიერი და სასარგებლო.

შვრია მდიდარია ბეტა-გლუკანით - ხსნადი უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და უზრუნველყოფს ენერგიის თანაბარ და სტაბილურ გამოთავისუფლებას მთელი დღის განმავლობაში.

მის მსგავსად, ბრინჯი, კინოა და წიწიბურა შესანიშნავი, მსუბუქი ბაზაა საზაფხულო სალათებისა და სადილებისთვის - ისინი უზრუნველყოფენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ისე, რომ ორგანიზმს არ გადაიტვირთოს.

სუპერფუდები – იმუნიტეტისა და ტვინის ფუნქციის გასაძლიერებლად

ზაფხულში ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება როგორც იმუნური, ისე ნერვული სისტემა. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ისეთი საკვების არჩევა, რომელიც ბუნებრივად გააძლიერებს სხეულის დაცვით მექანიზმებს და შეუნარჩუნებს ენერგიას.

სუპერფუდები, როგორებიცაა, გოჯი ბერი, ჩიას თესლი და მაჩას ფხვნილი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სიცხესთან გამკლავებასა და ენერგიის დონის შენარჩუნებაში.

მათი გამოყენება შესაძლებელია სმუზებსა და საუზმეში. ასევე მხოლოდ წყალთან ერთად მზადდება გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ზაფხულის ცხელს დღეებს განსაკუთრებით მოუხდება.

მინერალებით მდიდარი პროდუქტები - ჰიდრატაციისა და ბალანსის შესანარჩუნებლად

სიცხეში ოფლთან ერთად ორგანიზმიდან მხოლოდ სითხე კი არ იკარგება, არამედ მნიშვნელოვანი მინერალებიც - კალიუმი, მაგნიუმი და ნატრიუმი. ამ მინერალების დეფიციტი იწვევს სისუსტეს, კუნთების დაჭიმულობას და ზოგად გადაღლილობას, ამიტომ მათი შევსება აუცილებელია.

ბანანი კალიუმის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს კუნთების და გულის ნორმალურ მუშაობას. ოსპი მდიდარია მაგნიუმით, რაც ეხმარება ნერვულ სისტემას სტრესთან გამკლავებაში. ასევე ზაფხულში რეკომენდებული პროდუქტებია მზესუმზირის თესლი და ავოკადო.

ამ პროდუქტების ჩართვა ყოველდღიურ რაციონში ხელს უწყობს სხეულის ჰიდრატაციის შენარჩუნებას და ზრდის სიცხის მიმართ გამძლეობას.

თითოეული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში. „ჩემი მარაგი" 500-მდე დასახელების პროდუქციას აერთიანებს, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, სუნელები და სხვა.

შეუკვეთეთ საზაფხულო მარაგი chemimaragi.ge -ზე, გაიმარტივეთ ზაფხული, ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით.

R