"ჩემს ქმარს ბავშვის ძიძამ გაუჩინა შვილი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა,  სერიალის კარგ სცენარისტსაც არ დაესიზმრებაო“ - გაუბედურებული ქალის მონათხრობი - კვირის პალიტრა

"ჩემს ქმარს ბავშვის ძიძამ გაუჩინა შვილი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა,  სერიალის კარგ სცენარისტსაც არ დაესიზმრებაო“ - გაუბედურებული ქალის მონათხრობი

სკვერში ბავშვს ვასეირნებ და იქ გავიცანი ახალგაზრდა ქალი, მასაც შვილი მოჰყავდა. საუბარში ხომ იცით, როგორ ხდება ადამიანების დაახლოება და თანდათან გავუშინაურდით ერთმანეთს. 6 თვე გავიდა, რაც არ გამოჩენილა... არ მიფიქრია, რომ ტელეფონის ნომერი გამომერთმია, სოციალურ ქსელში კიდევ არაფერს მპასუხობდა, თურმე ჩემი თავი სად ჰქონდა....

ერთი კვირის წინ დაღვრემილი სახით შემხვდა, ბავშვებს სათამაშოები ბალახზე დავუყარეთ და სკამზე ჩამოვჯექით, აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა, თან უნდოდა თქმა და თან - არა... ბოლოს ვეღარ მოითმინა, უცებ ატირდა და გული გადამიშალა...

შეძლებული ოჯახი ჰყავს. ბავშვს ნაცნობების რჩევით ძიძა აუყვანეს... "ენერგიული გოგოა, 2 შვილი გაზარდა და ბავშვებთან ურთიერთობა არ უჭირსო", ამიტომ მიიყვანეს სახლში...

ალბათ ხვდებით რაც მოხდა....

„ჩემს ქმარს ბავშვის ძიძამ გაუჩინა შვილი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, სერიალის კარგ სცენარისტსაც არ დაესიზმრება, არაფერი მიფიქრია, სახლში საერთოდ ვერაფერს ვამჩნევდი ჩემს ქმარს, უფრო მეტიც, ვფიქრობდი ძიძას ზედაც არ უყურებს-მეთქი... ორი წელი სახლში გვყავდა ქალბატონი

6 თვის წინ, გამომიცხადა, უნდა დაგტოვოთ და თუ შეიძლება სხვა ვინმე ნახეთო, ჩემს ქმარს ამაზე რეაქცია არ ჰქონია... რა გზა გვქონდა, დავიწყეთ ახლის ძებნა... ამ ამბებში ჩემს ვაჟბატონს ხასიათი შეეცვალა... გაღიზიანებული იყო... ტელეფონს არასდროს მალავდა, ხან სად დებდა და ხან სად... ვიფიქრე სამსახურში ხდება რაღაც და გაუვლის მეთქი... რამდენიმე კვირაში კარზე გვიკაკუნებს ვიღაც ქალი... შემოგვივარდა... ჩემი შვილი ორსულად არის, კეთილი ინებოს და მიხედოსო... მიწა გამისკდაა...“

იმდენად აღელვებული იყო, ცრემლები ახრჩობდა, რას ამბობდა, ნახევრად არ მესმოდა მისი ტირილის ფონზე... აღმოჩნდა, რომ ქმარი სახლიდან გააგდო...

არც კი ვიცი, ასეთ დროს რა ვურჩიო და რა უნდა ვუთხრა? რა უნდა ქნას?!