"4 ოქტომბერს უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, სად გვაქვს იმის ფული, რომ სტადიონების თანხა ვიხადოთ, მივმართავთ მერიას, რომ გადაგვიხადოს" - კვირის პალიტრა

"4 ოქტომბერს უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, სად გვაქვს იმის ფული, რომ სტადიონების თანხა ვიხადოთ, მივმართავთ მერიას, რომ გადაგვიხადოს"

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.

მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება.

ამასთან "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.

"ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: "თავისუფლების მოედანი", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი". "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", ⁠"ფედერალისტები".

"ინტერპრესნიუსი"