რა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, 30 ივ­ნისს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე გივი მი­ქა­ნა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყვა იმა­ვე დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ, მა­ნამ­დე მოქ­მედ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძეს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, თა­ვად წუ­ლა­ძე ბრი­ფინგს არ დას­წრე­ბია. კო­ბა­ხი­ძის თქმით, გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გივი მი­ქა­ნა­ძე არის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე.მი­ქა­ნა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძეს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი კვლა­ვაც დღის წეს­რიგ­ში იქ­ნე­ბა. მისი თქმით, მის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პა­ტი­ვია სარ­გებ­ლობ­დეს მა­ღა­ლი ნდო­ბით და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ "ჩვენ­გან­თან და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

გივი მი­ქა­ნა­ძის გა­ნათ­ლე­ბა და გზა პო­ლი­ტი­კამ­დე:მი­ქა­ნა­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­ცუ­ლი აქვს ამ­სტერ­და­მის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

-0:21 ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შსს-ის აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რი, პე­და­გო­გი, ლექ­ტო­რი სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის არა­ერ­თი წიგ­ნის, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი.

მი­ქა­ნა­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ის არის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე. მინ­და ბა­ტონ გი­ვის ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე კო­ბა­ხი­ძემ.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი გივი მი­ქა­ნა­ძის შე­სა­ხებ:47 წლის მი­ქა­ნა­ძეს 2006 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს იუს­ტი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის, 2017 წელს კი პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბე­ბი.

2005 - 2008 წლებ­ში ეკა­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთავ­რო­ბა­ში.

2016 - 2018 წლებ­ში იყო პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი.

ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის წევ­რი და ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

გივი მი­ქა­ნა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აქ­ტი­ვე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ქო­ნე­ბა:მი­წის ნაკ­ვე­თი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1000 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1500 USD.

მი­წის ნაკ­ვე­თი: ლან­ჩხუ­თი, სო­ფე­ლი არ­ჩე­უ­ლი, თა­მაზ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის ქუჩა N22, 613 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 30.07.2024, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8400 GEL.

აგა­რა­კი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1221 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია მი­წის ნას­ყი­დო­ბით და სახ­ლი­სა და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70000 GEL.

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა: ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლენ­დე­რი (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 22.04.2023, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24500 USD.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას მი­ქა­ნა­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და - 900 ლარი; საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე - 10006,36 ლარი; პრე­მი­უმ ანა­ბა­რი - 10002,04 დო­ლა­რი.

"თი–ბი–სი ბან­კი": მიმ­დი­ნა­რე (სა­ხელ­ფა­სო) - 1929,5 ლარი. წაიკითხეთ ვრცლად