თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება - კვირის პალიტრა

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თი­ბი­სის ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2025-ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა 3 ივ­ლისს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა.

წელს, პირ­ვე­ლად, ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში, ხუთ­შა­ბა­თის შეხ­ვედ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­სია გა­ი­მარ­თე­ბა და ის სპორ­ტი­სა და ბიზ­ნე­სის თე­მა­ტი­კას და­ეთ­მო­ბა.

ამ­ჯე­რად, Setanta Sport-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბაჩა მა­ლა­ზო­ნია, JBS Academy-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი და სპორ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი, ტატო ბა­ცი­კა­ძე მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­ში ისა­უბ­რე­ბენ თე­მა­ზე - „სპორ­ტი, რო­გორც ბიზ­ნე­სი“.

სპი­კე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­სა და სპორ­ტუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ და მი­მო­ი­ხი­ლა­ვენ, თუ რო­გორ უწყობს ხელს სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ბიზ­ნე­სინ­დუსტრი­ა­ში ახა­ლი ბიზ­ნე­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნას.

ხუთ­შა­ბა­თის შეხ­ვედ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სე­სი­ა­ზე და­სას­წრე­ბად, რე­გის­ტრა­ცი­ის წი­ნას­წარ გავ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე: თი­ბი­სის ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა 2025 . ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

R