320 ბრილიანტით მოჭედილი საათი, 190 000-დოლარიანი ავტომობილი და გასროლა ოქროს იარაღიდან - რამზან კადიროვის არასრულწლოვანი შვილის ქორწილი
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟის, ადამ კადიროვის ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ მისი ახალგაზრდული ასაკის, არამედ დღესასწაულზე გამოჩენილი ფუფუნების გამო. Telegram-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას გამართულ საქორწინო ცერემონიაზე ადამი ოქროს იარაღითა და მაჯის საათით იყო, რომლის ღირებულებაც მცირე რუსული ქალაქის წლიურ ბიუჯეტს უტოლდება - წერს რუსული მედია.
შოკისმომგვრელი დეტალები: საათი, მანქანა და ოქროს იარაღიTelegram-ის არხის "VChK-OGPU" ცნობით, ადამ კადიროვს მაჯაზე ეკეთა Jacob & Co. Billionaire ASHOKA-ს საათი, რომელიც 320 ბრილიანტით არის მოჭედილი. მისი ფასი 27.7 მილიონ დოლარია, რაც აშკარად გაუგონარი თანხაა. გააგრძელეთ კითხვა