საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სი აპ­რო­ტეს­ტებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი ხმის ჩახ­შო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი ბაჩო (გი­ორ­გი) სა­გა­ნე­ლი­ძე და­ი­ბა­რეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფის­ში და­ი­ბა­რეს, სა­დაც მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მათი ქვეყ­ნის სულ უფრო მავ­ნე ტრა­ექ­ტო­რი­ის მი­მართ და მკაც­რად გა­აპ­რო­ტეს­ტა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი და სა­ჯა­რო თავ­დას­ხმე­ბი“.

"ოპო­ზი­ცი­ის ცნო­ბი­ლი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩახ­შო­ბის უახ­ლე­სი მცდე­ლო­ბაა. სა­არ­ჩევ­ნო კონ­კუ­რენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­თან, ასე­ვე მათ სა­კუ­თარ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გააგრძელეთ კითხვა