ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგის მე-6 ნომერი დაამარცხა! - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგის მე-6 ნომერი დაამარცხა!

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა (126) უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 დაპირისპირება მოიგო, ძირითადი ბადის 1/64 ფინალში რეიტინგის მე-6 ნომერს, იტალიელ ლორენცო მუზეტის სძლია - 3:1 (6:2, 4:6, 7:5, 6:1).

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეც იტალიელი იქნება - ლორენცო სონეგო (46), რომელსაც 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი 2 ივლისს, სავარაუდოდ 14 საათზე შეხვდება.

"ნიკა პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახული და დისციპლინირებული იყო. მახსოვს, ახალი შემოსული იყო კამერიანი ტელეფონები, სულ იღებდა თავის ვარჯიშებს" - რას ჰყვება სოფო შაფათავა ნიკოლოზ ბასილაშვილზე?

წყარო