ტრაგედია იმერეთში - ავარიას მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ, დედა მძიმე მდგომარეობაშია
ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. ავარიას მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ.
შემთხვევა 26 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე მოხდა. ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი მაშინ ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გუშინ - კლინიკაში. მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან დათო არშილავა და მისი მცირეწლოვანი შვილები. ხოლო მამაკაცის მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია და ის კლინიკაში იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. წყარო