"საქართველოში შემოვიდა ცივი ჰაერის მასა" - რატომ გრილა საქართველოში, როცა ევროპა "იწვის" და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი - კვირის პალიტრა

"საქართველოში შემოვიდა ცივი ჰაერის მასა" - რატომ გრილა საქართველოში, როცა ევროპა "იწვის" და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო მე­ტად ის­მის, რომ ნა­ხე­ვა­რი ზა­ფხუ­ლი გა­ვი­და და ზა­ფხუ­ლი არ დგე­ბა, როცა ევ­რო­პა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­გან­გა­შო ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლოვ­და..

სა­ი­დან შე­მო­დის ცივი მა­სე­ბი, რა არის ევ­რო­პის მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბის მი­ზე­ზი და რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, აღ­ნიშ­ნულ თე­მაზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს სპე­ცი­ა­ლისტს თა­მარ პა­პაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ...

- დიახ, ივ­ნი­სის თვე­ში ევ­რო­პა მო­იც­ვა თბურ­მა ტალ­ღამ, საკ­მა­ოდ ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ყარ­და სტა­ბი­ლუ­რი მა­ღა­ლი წნე­ვის არე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ფო­ნით, რო­გორც მი­წის­პირ­ზე, ასე­ვე ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნებ­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ე.წ. "თბურ თაღ­ზე“, რო­მელ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ექ­სტრე­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი. საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და იტა­ლი­ა­ში +44, +46 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, რაც ამ პე­რი­ო­დის­თვის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხე­ე­ბი სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, ეკო­სის­ტე­მებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, აქ პი­რი­ქით, ივ­ნი­სის ბოლო კვი­რას სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­ურ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი და­ფიქ­სირ­და, ასეთ კონ­ტრასტს ევ­რო­პას­თან იწ­ვევს კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ე­თით წარ­მოქ­მნი­ლია და­ბა­ლი წნე­ვის არე, ციკ­ლო­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. სწო­რედ მისი გავ­ლე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი. ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­ვი­და ცივი ჰა­ე­რის მასა. 3 ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­შიც კვლავ მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა +20+25 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. 6 ივ­ლი­სი­დან გა­მო­ი­და­რებს და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს.

რა ხდე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში?

გააგრძელეთ კითხვა