დალაი ლამა: "მეყოლება მემკვიდრე, მაგრამ მას ჩინეთი არ აირჩევს" - კვირის პალიტრა

დალაი ლამა: "მეყოლება მემკვიდრე, მაგრამ მას ჩინეთი არ აირჩევს"

ოთხშა­ბათს, თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ტი­ბე­ტის ბუ­დის­ტმა ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ მის მიერ და­არ­სე­ბულ არა­სამ­თავ­რო­ბო ფონდ Gaden Phodrang Trust-ს ეკუთ­ვნის ექ­სკლუ­ზი­უ­რად უფ­ლე­ბა, ბუ­დის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვარ ლი­დე­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ გან­სა­ზღვროს, თუ ვინ იქ­ნე­ბა მისი მო­მა­ვა­ლი რე­ინ­კარ­ნა­ცია. ამით მან უარ­ყო პე­კი­ნის გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს მო­მა­ვალ და­ლაი ლა­მას პე­კი­ნი აირ­ჩევ­და.

“ძი­ე­ბის პრო­ცე­სი უნდა ჩა­ტარ­დეს პრო­ცე­დუ­რებ­თან და ტრა­დი­ცი­ებ­თან სრულ თან­ხმო­ბა­ში და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს ამ სა­კი­თხში", - გა­ნა­ცხა­და მან.

ფონდს Gaden Phodrang Trust - ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სამ­დონგ რინ­პო­ჩემ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ და­ლაი ლამა თავს კარ­გად გრძნობს და ჯერ არ და­უ­ტო­ვე­ბია არა­ნა­ი­რი წე­რი­ლო­ბი­თი მი­თი­თე­ბა მემ­კვიდ­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, მემ­კვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სქე­სის და ამავდრო­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის მა­ინც და მა­ინც ტი­ბე­ტე­ლი იყოს.

და­ლაი ლა­მას ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ნათ­ქვა­მია: “ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე დავ­ტო­ვებ მკა­ფიო წე­რი­ლო­ბით ინ­სტრუქ­ცი­ებს. და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ კა­ნო­ნი­ერ ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­ზე დაყ­რდნო­ბით. არ უნდა იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი ან მი­ღე­ბუ­ლი არა­ვის, მათ შო­რის ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მიერ, პო­ლი­ტი­კუ­რად შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი".

ეს გან­ცხა­დე­ბა შვე­ბაა იმ მი­ლი­ო­ნო­ბით ბუ­დის­ტის­თვის, რომ­ლე­ბიც ში­შობ­დნენ, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბუ­დის­ტი ლი­დე­რე­ბის ხაზი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

გააგრძელეთ კითხვა