საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ - კვირის პალიტრა

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ

სა­რაგ­ბო ზა­ფხუ­ლი იწყე­ბა! ტესტ-მატ­ჩე­ბის სე­რი­ას, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი 5 ივ­ლისს, ირ­ლან­დი­ას­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ში­ნაო და­პი­რის­პი­რე­ბით გახ­სნი­ან.

ეს შეხ­ვედ­რა ის­ტო­რი­უ­ლი იმ თვალ­საზ­რი­სი­თა­ცაა, რომ სა­ში­ნაო კედ­ლებ­ში „სამ­ყუ­რებს“ პირ­ვე­ლად ვმას­პინ­ძლობთ - რაგ­ბის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მე­სა­მე­ად­გი­ლო­სან, უძ­ლი­ე­რეს გუნდს.

ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თვე­ლებს არას­დროს და­უ­მარ­ცხე­ბი­ათ მრის­ხა­ნე მე­ტო­ქე და ახლა, ნამ­დვი­ლად იდე­ა­ლუ­რი შან­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­გორც მი­ნი­მუმ, სტა­ტის­ტი­კა გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ. მი­თუ­მე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა ირ­ლან­დი­ე­ლებს მთე­ლი რიგი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბი არ ეყო­ლე­ბათ, რად­გან ისი­ნი ავ­სტრა­ლი­უ­რი ტურ­ნეს­თვის ბრი­ტა­ნე­ლი და ირ­ლან­დი­ე­ლი ლო­მე­ბის რი­გებ­ში არი­ან გა­მო­ძა­ხე­ბულ­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი კი, უკვე სამი კვი­რაა შე­ვარ­დე­ნის ბა­ზა­ზე ემ­ზა­დე­ბა. რი­ჩარდ ქოქ­რილ­მა ზა­ფხუ­ლის ტეს­ტე­ბის­თვის სულ 37 მო­რაგ­ბე გა­მო­ი­ძა­ხა. მი­უ­ხე­და­ვად ტრავ­მი­რე­ბულ­თა არც თუ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ფიქ­რობს, რომ ამ ზა­ფხულს საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გუნ­დი გვე­ყო­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა 5 ივ­ლისს, 21:00 სა­ათ­ზე, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე შედ­გე­ბა. მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნის შან­სი კვლავ გაქვთ ბმულ­ზე - https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia.

აქვე გე­ტყვით, რომ შე­გიძ­ლი­ათ და­იბ­რუ­ნოთ 30%, მაქ­სი­მუმ 30 ლარი ახა­ლი თი­ბი­სი ბა­რა­თით, ახა­ლი თი­ბი­სი კონ­ცეპტ ბა­რა­თე­ბით ან ერ­თგუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლეთ­ზე.

ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ფან-ზო­ნას, სა­დაც თი­ბი­სი თა­ვი­სი სივ­რცით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მატ­ჩამ­დე და მატ­ჩის შემ­დეგ, ნამ­დვილ სა­რაგ­ბო გან­წყო­ბას შე­გიქ­მნით.

#ერ­თად­გა­ვი­მარ­ჯვებთ

R