"ლივერპულის" 28 წლის ფეხბურთელი დიეგუ ჟოტა, ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
რამდენიმე წუთის წინ ესპანურმა გამოცემა Marca-მ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა - პორტუგალიის ნაკრებისა და ინგლისური კლუბის "ლივერპულის" ფეხბურთელი დიეგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა ზამორას რეგიონში, პალასიოს დე სანაბრიას მუნიციპალიტეტთან ახლო მოხდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება და ოფიციალური განცხადება არც "ლივერპულს" გაუკეთებია. გააგრძელეთ კითხვა