"ერთი რამის სიძულვილმა ისე დაგაკარგვინათ ადამიანობა, რომ ბავშვებისთვის 5 წლით სიცოცხლის წართმევას, "აბა რა ეგონათი” პასუხობთ", მეტ ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ თქვენს თავს" - რას წერს მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი? - კვირის პალიტრა

"ერთი რამის სიძულვილმა ისე დაგაკარგვინათ ადამიანობა, რომ ბავშვებისთვის 5 წლით სიცოცხლის წართმევას, "აბა რა ეგონათი” პასუხობთ", მეტ ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ თქვენს თავს" - რას წერს მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი?

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი:

"ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ ვისაც ერთი რამის სიძულვილმა ისე დაგაკარგვინათ ადამიანობა, რომ ბავშვებისთვის 5 წლით სიცოცხლის წართმევას (აი ნამდვილად არასამართლიანად თან.. )“ აბა რა ეგონათი” პასუხობთ, მეტ ცუდს ნამდვილად ვერაფერს გაუკეთებთ თქვენს თავს. სულ ტყუილად გეტკინათ გული ადრე, ახლა თუ არ გტკივათ, ადამიანობაზე მაქვს ლაპარაკი .. თორემ მეც ვაპროტესტებდი მაშინ" - წერს ხუციშვილი.