თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი! - კვირის პალიტრა

თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი!

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მათ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა.