"სერიოზული პარანოია და ნერვული შეტევები მქონდა, შოკში ვვარდებოდი, რაღაც ადგილებში დავძრწოდი, კინაღამ მომკლა... ამას ხან ვჭამდით კიდეც... ეს არის ჩემი გზავნილი ახალგაზრდებთან"
"ძალიან მწარე გამოცდილება მქონდა. ხშირი მომხმარებელი არ ვიყავი, მაგის საყიდლად არ დავდიოდი, მაგრამ ჩემს მეგობრებს, ხელოვნების ხალხს, მომღერლებს ყოველთვის ჰქონდა, ხან ვჭამდით (ბრაუნებში"), ხან ვეწეოდით. ამან ჩემში დიდი გართულებები გამოიწვია, ნერვიული მომენტები დამეწყო. მარიხუანას ეს ახასიათებს, პარანოიის გამოწვევა იცის. სერიოზული პარანოია მქონდა, სახლიდან გავდიოდი და აღარ ვბრუნდებოდი, დავძრწოდი. შოკის 12 შემთხვევა მქონდა, შეტევები, ძლივს დავძლიე. ამაზე პირველად თვალი ამიხილა მზია გომელაურმა - გიორგი მარგველაშვილის დედამ, უდიდესი ფსიქოლოგია, საოცარი პიროვნებაა", - მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე გადაცემას "პირველი სტუდია" სტუმრობდა, სადაც მან მარიხუანასთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას მიმართა.
ვიდეო: