ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა როზი ჰანთინგთონ-უაითლისთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს შარლოტა ელენა უიმბლდონიდან - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა როზი ჰანთინგთონ-უაითლისთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს შარლოტა ელენა უიმბლდონიდან

ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2025 წლის უიმბლდო­ნის ტურ­ნირს მე­ო­რე წრე­ში გა­მო­ე­თი­შა. ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ლო­რენ­ცო სო­ნე­გოს­თან და­ძა­ბულ და ხან­გრძლივ შეხ­ვედ­რა­ში და­მარ­ცხდა ოთხ სეტ­ში – 1:6, 3:6, 7:6(3), 6:7(4).

მატ­ჩის ქრო­ნი­კა:მატ­ჩი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის­თვის სუს­ტად და­ი­წყო - პირ­ველ ორ სეტ­ში მან თა­მაშ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და სო­ნე­გომ უპი­რა­ტე­სო­ბა სწრა­ფად აით­ვი­სა. თუმ­ცა მე­სა­მე სეტ­ში ქარ­თველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა სრუ­ლად შეძ­ლო მო­ბი­ლი­ზე­ბა და ტა­იბ­რე­იკ­ში ან­გა­რი­შით 7:6 გა­ი­მარ­ჯვა.

მე­ო­თხე სე­ტიც არა­ნაკ­ლებ დრა­მა­ტუ­ლი იყო. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 4:3 იგებ­და, თუმ­ცა ორი­ვე ჩა­წო­დე­ბა დათ­მო და სა­ბო­ლო­ოდ 6:7 და­მარ­ცხდა, რა­მაც მატ­ჩის ბედი გა­და­წყვი­ტა.

კარ­ლო­ტა ჰე­რე­რა VIP ლო­ჟა­ში

უიმბლდო­ნის მატჩს ეს­წრე­ბო­და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი შარ­ლო­ტა ელე­ნა, ის ბრი­ტა­ნელ სუ­პერ­მო­დელ როზი ჰან­ტინგტონ უა­ით­ლის­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და VIP ლო­ჟა­ში. ფო­ტო­ებ­მა და ვი­დე­ო­ებ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რად­გან ნი­კო­ლო­ზი და შარ­ლო­ტა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ჯა­როდ.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­ლო­ტა ელე­ნა სა­ჯა­როდ 2020 წელს გა­მოჩ­ნდა, მას შემ­დეგ, რაც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის, მხრი­დან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბის გამო, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა და კა­რი­ე­რა

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ATP-ის რე­ი­ტინ­გში 20-ე ად­გილ­ზეა, 2024 წელს მისი ქო­ნე­ბა 7 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

გააგრძელეთ კითხვა