"ტორტი ერთად გაჭრეს... სპორტული ძმობა" - გურამ თუშიშვილი ვლადიკავკაზში ჩავიდა და ტასოევის ჩემპიონობა აღნიშნა
19 ივნისს, რუსმა ძიუდოისტმა, ინალ ტასოევმა, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 100კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ფინალში ქართველი სპორტსმენი, გურამ თუშიშვილი დაამარცხა.
2 ივლისს ტასოევი ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები და ოფიციალური პირები დახვდნენ. ზეიმი მოგვიანებით ვლადიკავკაზის რესტორან Торне-ში გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ვლადიკავკაზში ჩავიდა გურამ თუშიშვილიც და ტასოევთან ერთად აღნიშნა მეტოქის ჩემპიონობა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ჭრიან ტასოევი და თუშიშვილი ერთად ტორტს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო