რუსთავში ავტომობილი აფთიაქის შენობაში შევარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში ავტომობილი აფთიაქის შენობაში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეო-კადრებს ადგილობრივი საინფორმაციაო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევარდა.

არსებული ცნობებით, ავტომობილი თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ტროტუარზე იმყოფებოდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ წუთებში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

"ინტერპრესნიუსი"